დღეს გახდება ცნობილი, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში

რესპუბლიკური პარტიისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დღეს 21:00 საათზე გაიმართება

„რესპუბლიკური პარტია“ კოლაიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშრებით განცხადებას დღეს გააკეთებს.

შესაბამისად, დღეს გახდება ცნობილი, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას პარტია ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნებში.

განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში 12.00 საათზე გაკეთდება. პარტია საგანგებო განცხადების გავრცელებასაც გეგმავს.

აქამდე არსებული ინფორმაციით კი, “რესპუბლიკური პარტია” ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ პარტიის წევრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს ყველა მოქალაქე ოცნებობდა “
შემდეგი სტატია“ყველა სამსახური მობილიზებულია”- ეკა ბესელია დაანონსებულ ფარულ კადრებზე