ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის – კულება

რუსეთის სარაკეტო თავდასხმას საპორტო ქალაქ ოდესაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ის რაც ოკუპანტმა ოდესაში ჩაიდინა არის ტერორი და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

“ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია. რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და მის მიმართ უნდა იყოს შესაბამისი მოპყრობა. არანაირი ბიზნესი, არანაირი კონტაქტები, არანაირი კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებით ესხმიან თავს”- წერს დმიტრო კულება

banner
წინა სტატიაშითუ პუტინი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, რუსული იმპერიალიზმი დაიმარხება – ჯონსონი
შემდეგი სტატიაუკრაინამ ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი გაანადგურა – ლიკვიდირებულია ორი გენერალი