უკრაინამ ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი გაანადგურა – ლიკვიდირებულია ორი გენერალი

უკრაინის შეიარაღებამ რუსეთის საოკუპაციო ძალების 49-ე გაერთიანებული არმიის წინა სამეთაურო პუნქტს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია გუშინ, 22 აპრილს ჩატარდა.

შედეგად, დამპყრობლების უმაღლესი ოფიცრები „განადგურდნენ“ – ლიკვიდირებულია ოკუპანტების ორი გენერალი, ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია.

დაზვერვის ცნობით, სამხედრო ბაზა შეტაკებების ხაზიდან ახლოს, ხერსონის რეგიონში მდებარეობდა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის – კულება
შემდეგი სტატიაოდესაზე, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 თვის ბავშვი