თუ პუტინი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, რუსული იმპერიალიზმი დაიმარხება – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთს „დაუყოვნებლივი“ შურისძიებით დაემუქრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, მისი ქვეყანა ომში ჩაერთვებოდა.

მისი თქმით, რეალური ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა წინასწარ კონსულტაციებს მოკავშირეებთან არ გამართავს, არ გაითვალისწინებს მათ აზრს და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

„რუსეთს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენც გვაქვს ბირთვული იარაღი. თუ პუტინი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, ამის გაკეთებას ჩვენც შევძლებთ. რუსეთი ვეღარავის დაემუქრება. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. პუტინის დიქტატურა და რუსული იმპერიალიზმი დაიმარხება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთით, სასაზღვრო პუნქტი დაბომბა
შემდეგი სტატიაჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის – კულება