,,ჩვენ არ გვინდა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დავიყვანოთ რაღაც თანხაზე ან მერკანტილიზმზე”

ჩვენ არ გვინდა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დავიყვანოთ რაღაც თანხაზე ან მერკანტილიზმზე, რომ ამა თუ იმ გუნდმა მიიღოს თანხა და ამით შეინარჩუნოს და გაიხანგრძლოვოს თავისი ყოფნა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ არასაპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 2%-ს დააგროვებს, კვალიფიციურ სუბიექტად ჩაითვლება.

„ამ თემაზე მიდის მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა სამართლიანია. რაც შეეხება სისტემის ცვლილებას, ამის სურვილი რომც მქონდეს საჭიროა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის 2020 წლიდან მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ იზიარებს იმ მიდგომას, რომ მანამდე მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა ოპოზიციურ პარტიებს თხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრს 2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება სურს