კახა კუკავა ოპოზიციურ პარტიებს თხოვნით მიმართავს

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს, რათა საარჩევნოდ ერთიანი ბლოკის შექმნაზე იფიქრონ, რადგანაც მისი შეფასებით, რეალურად, ბარიერს მხოლოდ 2 პარტია გადალახავს.

 

კუკავას განმარტებით, “თავისუფალი საქართველო” პარტიულ სიასთან და ახალ სახეებთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს.
“ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ საარჩევნო ბლოკის ფორმირებაზე. მიმაჩნია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია მაქსიმალურად ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა არჩევნებში სასურველი შედეგი დადეგს.
მინდა ვთხოვო ოპოზიციას, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციასაც, რათა იფიქროს ამ სცენარზე, რადგან ბარიერს მხოლოდ 2 პარტია “ქართული ოცნება და “ნაცმოძრაობა” გადალახავს”, – განაცხადა კახა კუკავამ “პირველ პრესკლუბში”.
banner
წინა სტატიაში24 აპრილამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
შემდეგი სტატია,,ჩვენ არ გვინდა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დავიყვანოთ რაღაც თანხაზე ან მერკანტილიზმზე”