ჩრდილოეთ კორეას წინასწარ შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება – კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იმუქრება. კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეას საფრთხე დაემუქრება მას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება. ამის შესახებ abcnews წერს.

მედიასაშუალება წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შეაქო თავისი არმიის მაღალჩინოსნები.

ჩრდილოეთ კორეის არმიის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად აღლუმი გაიმართა. აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ კიდევ უფრო მეტად განავითარებს თავის ბირთვულ ძალებს.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ჯალინა პორტერმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა იცოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ემზადება ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად, რაც, მისი თქმით, იქნება ღრმა დესტაბილიზაცია რეგიონისთვის.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სამხედრო ატაშე ქართველი გმირის, ალიკა ცაავასთვის პატივის მისაგებად ზუგდიდში ჩავიდა
შემდეგი სტატიარუსებმა მარიუპოლში ორჯერ მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა – მარიუპოლის მერი