რუსებმა მარიუპოლში ორჯერ მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ რუსებმა მარიუპოლში ორჯერ მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა.

“ორ წელიწადში ნაცისტებმა მარიუპოლში 10 ათასი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. რუსმა დამპყრობლებმა კი ორ თვეში 20 ათასზე მეტი მარიუპოლის მცხოვრები დახოცეს. 40 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით გაიყვანეს ქალაქიდან. ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდი თანამედროვე ისტორიაში. რუსული არმია მიზანმიმართულად და დაუნდობლად ანადგურებს ჩვენს ქალაქს და მის მოსახლეობას. თუ დღეს არ გავერთიანდებით და არ შევაჩერებთ ამ ბოროტებას, მაშინ ამჯერად ფასი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეას წინასწარ შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება – კიმ ჩენ ინი
შემდეგი სტატიაექიმები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის მიმართვა გაავრცელეს, “ომის პარტიის“ წევრები არიან – ალასანია