ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის წარმატებით გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

ფხენიანმა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ოფიციალურად გააკეთა განცხადება. “დღეს წყალბადის იარაღის პირველი წარმატებული ცდა ჩატარდა” – ოფიციალური განცხადებიდან ამონარიდი ადგილობრივი ტელევიზიის დიქტორმა წაიკითხა. “წყალბადის იარაღის ქონა ისტორიული მოვლენაა ჩრდილოეთ კორეისთვის”, ნათქვამია განცხადებაში.
ფხენიანმა პირობა დადო, რომ ის არ გამოიყენებს ატომურ იარაღს, თუკი მისი სუვერენიტეტი არ იქნება დარღვეული. “თუკი ჩვენი სუვერენიტეტი არ იქნება დარღვეული, ჩვენ ატომურ იარაღს არ გამოვიყენებთ” – ნათქვამია ქვეყნის ოფიციალურ განცხადებაში.

დღესვე აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე 5,1 ბალის მიწისძვრა დააფიქსირა. სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ კი დააზუსტა, რომ ეპიდცენტრი იმ პოლიგონის ადგილმდებარეობას ემთხვევა, სადაც ფხენიანმა ბოლოს ატომური იარაღის გამოცდა ჩაატარა – 30 მილი პანგი-რისიდან.
აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის სიღრმე დაადგინა, ის ზედაპირიდან 10 კილომეტრშია.

ეჭვი იმის შეასხებ, რომ ფხენიანს წყალბადის იარაღი აქვს, კიმ ჩენ ინის გავრცელებული ციტატის შემდეგ გაჩნდა: “ჩვენ შევძელით გავმხდარიყავით უდიდესი ატომური სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ეროვნული ღირსება ატომური და წყალბადის ბომბებით”. მაშინ ივარაუდეს, რომ ჩრდილოეთკორეელი ლიდერი “რიტორიკულად საუბრობდა”.

banner
წინა სტატიაშიილია ელოშვილი: თუ გაზს ირანიდან მივიღებთ, საფასურის გადახდა “გაზპრომისთვის” მოგვიწევს
შემდეგი სტატიაობამამ იარაღის გაყიდვაზე შეზღუდვა შემოიღო – აცრემლებული პრეზიდენტი