ილია ელოშვილი: თუ გაზს ირანიდან მივიღებთ, საფასურის გადახდა “გაზპრომისთვის” მოგვიწევს

თუ საქართველო ირანიდან გაზს მიიღებს, ფინანსური ვალდებულება მას „გაზპრომთან“ ექნება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანიდან საქართველოში შემოსულმა გაზმა სომხეთის ტერიტორიაზე „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის მილსადენი უნდა გაიაროს.

„თუ გაზს ირანიდან მივიღებთ გაზს, ტრანზიტის საფასურის გადახდა “გაზპრომისთვის” მოგვიწევს. საქართველოს შეუძლია მიიღოს გაზი აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ჩვენ სამივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. არ უნდა გავხდეთ დამოკიდებული რომელიმე ერთ წყაროზე. ენერგოდამოკიდებულება არ არის მიზანშეწონილი. რაც უფრო დივერსიფიცირებულია, მით უკეთესი. სამინისტრო გაძლევთ პირობას, ჩვენ ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას და პოლიტიკურ მდგომარეობას”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში მიიწვია
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის წარმატებით გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა