ობამამ იარაღის გაყიდვაზე შეზღუდვა შემოიღო – აცრემლებული პრეზიდენტი

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ქვეყანაში იარაღის გაყიდვაზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ გამოსვლისას, ძალიან ემოციური იყო.
ახალი ზომების მიღება ნიშნავს ყოველი მყიდველის მონაცემების გულდასმით შემოწმებას, მათ შორის მის მიერ სამართალდარღვევების შემთხვევების მოძიებას, ან ფსიქოლოგიური დაავადებების და ოჯახური ძალადობისკენ მიდრეკილების შესახებ ინფორმაციის ქონას.
გარდა ამისა, იარაღის ყველა გამყიდველი უკვე ვალდებულია გააჩნდეს ფედერალური ლიცენზია.
იმისათვის, რომ იარაღის გამყოდველებმა მყიდველების მონაცემების შემოწმება შეძლონ, ფედერალური ბიურო საკუთარ შტატებს 230 ადამიანით გაზრდის.

ობამამ ახალი ზომები კონგრესის გვერდის ავლით, საკუთარი ბრძანებით მიიღო.

ყოველწლიურად აშშ-ში, სადაც იარაღის ყიდვა ნებისმიერი სრულწლოვანისთვის ნებადართულია, იარაღისგან 30 ათასი ადამიანი კვდება.

გუშინ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, ობამა ატირდა. მან ცრემლები მოიწმინდა და თქვა: “იარაღის ლობისტებს არ შეუძლიათ მთელი ქვეყანა მძევლად ყავდეთ”.
პრეზიდენტს იმის იმედი არა აქვს, რომ მის საპრეზიდენტო ვადაში იარაღის შესახებ კანონი შეიცვლება. პოსტზე ყოფნის 7 წლის მანძილზე მან არა ერთხელ მოუწოდა კონგრესს მხარი დაეჭირათ მისი წინადადებისთვის იარაღის თავისუფლად გაყიდვის აკრძალვის შესახებ, თუმცა, ამაოდ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის წარმატებით გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4175 ლარი გახდა