ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გასცდა და ზღვაში ჩავარდა. ამის შესახებ იაპონიის მთავრობამ განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე რაკეტა სამ ნაწილად დაიშალა. რაკეტამ 2700 კილომეტრის მანძილი დაფარა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ მთავრობა მოქალაქეების დასაცავად ყველა შესაძლო ზომას მიმართავს.

მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა კი ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდას უპრეცედენტო, სერიოზული საფრთხე უწოდა.

იაპონიისა და მისი მოკავშირეების მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა უკვე განაცხადა, რომ თუ საბჭოს სხდომაზე ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იქნება კვლავ ინიციირებული, ეს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.

„უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე სანქციებით ზეწოლის რესურსი ამოწურულია“ , -აღნიშნა რიაბკოვმა.

შაბათს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთდროულად სამი რაკეტა გამოსცადა.

ბოლოს ჩრდილოკორეული რაკეტა იაპონიის ტერიტორიას 2009 წელს გადააფრინდა. მაშინ ფხენიანმა განაცხადა, რომ ეს იყო არა ბალისტიკური, არამედ კოსმოსური რაკეტის გამოცდა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიამარკ ცუკერბერგს მეორე შვილი შეეძინა