ჩრდილოეთ კორეამ გენშტაბის ხელმძღვანელი საზენიტო იარაღით მოკლა

ჩრდილოეთ კორეამ გენშტაბის ხელმძღვანელი საზენიტო იარაღით მოკლა

ჩრდილოეთ კორეამ სახალხო არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი ლი ენ გილია, რომელსაც ბრალი კორუფციასა და სხვისი ქონების მითვისებაში დასდეს, სიკვდილით დასაჯა – შესაბამისი ინფორმაცია სამხრეთკორეულმა გამოცემა “იონხალმა” გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, განაჩენი გასულ კვირას აღასრულეს. პირველად ლი იენ გილის არ ყოფნა კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე შენიშნეს, რომელიც კორეის შრომის პარტიის სამხედროებს შეხვდა. გილი ქვეყნის ლიდერს ყველგან თან დაყვებოდა. გენშტაბის ხელმძღვანელი, ასევე არ იყო ფხენიანში გამართულ დღესასწაულზე, რომელიც რაკეტა-მატარებლის წარმატებით გაშვებას მიეძღვნა.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეული სააგენტოს ცნობით, ადგილობრივმა მედიამაც შეწყვიტა გენშტაბის ხელმძღვანელის სახელის ხსენება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გენშტაბის უფროსი ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე ატომური გამოცდების წინააღმდეგ გამოვიდა.

“იენხალი” სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გენშტაბის ხელმძღვანელი საზენიტო დანადგარიდან დახვრიტეს. მისი სიკვდილით დასჯის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ გილიას ღონისძიებაზე, რომელიც კიმ ჩენ ინს მიყავდა, ჩაეძინა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა კერის ბრალდებას სირიაში მოსახლეობის დახოცვის შესახებ უპასუხა
შემდეგი სტატიაკალიფორნიაში სამი თვის ჩვილი სახეში სროლით მოკლეს