კალიფორნიაში სამი თვის ჩვილი სახეში სროლით მოკლეს

კალიფორნიაში სამი თვის ჩვილი სახეში სროლით მოკლეს

კალიფორნიაში სამი თვის ჩვილი სახეში მიღებული ჭრილობის შემდეგ გარდაიცვალა – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
ადგილობრივი მთავრობა არ აზუსტებს ბავშვი გოგო იყო თუ ბიჭი – აღნიშნავს სააგენტო.
ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ლოს-ანჯელესთნა ახლოს მდებარე ქალაქ კომპტონში, უცნობმა მამაკაცებმა დაიწყეს. ორი ეჭვმიტანილი იძებნება.

The Los Angeles Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი სახლის ახლოს მდგარმა მამაკაცებმა გახსნეს. სამართალდამცველები სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის გარკვევის ვერსიაზე მუშაობენ.
“როიტერსის” თქმით, კომპტონი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია. უკანასკნელი ნახევარი წლის მანძილზე კომპტონში დარეგისტრირებულია 475 დანაშაული, სადაც ძალადობა იყო გამოყენებული, მათ შორის 8 მკვლელობა – წერს The Los Angeles Times.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ გენშტაბის ხელმძღვანელი საზენიტო იარაღით მოკლა
შემდეგი სტატიააშშ-ში ფლეშ-მეხსიერებების მასობრივი შეგროვება დაიწყო