ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია საქართველოში შემოდგომაზე გაიმართებასაქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია გაიმართება, – ამის შესახებ ჩაიწერა ვარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე მინისტრები მოუთმენლად ელოდებიან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესიის გამართვას, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და შექმნის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესაძლებლობას.

ვარშავაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე – გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება
შემდეგი სტატიამოკავშირეები საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარებიან