მიხეილ ჯანელიძე – გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

janelidzeალიანსის წევრი სახელმწიფოების ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი ერთხმად აფიქსირებს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-სკენ ინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხიელ ჯანელიძემ ვარშავაში განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დასახელდა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ალიანსისთვის.

„დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც სჭირდება წევრობისთვის. განისაზღვრა ახალი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას“,-აღნიშნა ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, ახალი ნაბიჯებია საქართველოს საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა, რაზეც უკვე გამოხატეს წევრმა ქვეყნებ მზადყოფნა, რომ მოახდინონ კონტრიბუცია ამ მიმართულებით.

„დღეს გადაწყდა, რომ საქართველო იქნება ჩართული ყველა იმ სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც გაიმართება შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შავი ზღვის უსაფრთხოება არის კრიტიკული ელემენტი ალიანსისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, მოთხოვნა რუსეთის ფედერაციისადმი, შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი აქვს. ამასთან, ყველა წევრი ქვეყანა მიესალმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას“,-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოკავშირეები საქართველოს მოუწოდებენ, განაგრძოს ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც ნატო-საქართველოს კომისია ითვალისწინებს
შემდეგი სტატიაჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება