მოკავშირეები საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარებიან

მოკავშირეები საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარებიან

mookavshireebiმივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ახალი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დავეხმაროთ საქართველოს გააძლიეროს თავდაცვითი, თავსებადობისა და მდგრადობის შესაძლებლობები, – ამის შესახებ აღნიშნულია ვარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საქართველოსთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში დახმარებას, შესაძლო ნდობის ფონდის საშუალებით და ასევე დახმარებას სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით. მოკავშირეები დახმარებას გაუწევენ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

“მოკავშირეები, საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივ ფორმატშიც ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს. ჩვენ ასევე უფრო მეტ ყურადღებას მივაპყრობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. როგორც არსებული, ასევე ახალი ინიციატივების მიზანია ალიანსთან საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერება”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ინიციატივები ასევე ეხმარებიან საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წინ წაიწიოს გაწევრიანების მზადების პროცესში.

„ჩვენ, მოკავშირე საგარეო საქმეთა მინისტრები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, შევხვდით დღეს ვარშავაში, პოლონეთში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რათა გვემსჯელა, როგორც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობის პროგრესზე და პრიორიტეტებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. ეს იყო ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართული პირველი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მოკავშირე მინისტრებმა მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის ოცდამეხუთე წლისთავი და აღნიშნეს ქვეყნის მიერ ამ პერიოდში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. მათ ასევე აღიარეს, რომ ალიანს და საქართველოს აკავშირებს უპრეცენდენტოდ ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობები. ამ კონტექსტში, მოკავშირე მინისტრები მიესალმნენ საქართველოს ჩართულობას სტრატეგიულ დისკუსიაში შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რეგიონში იმ ბოლოდროინდელ განვითარებებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს უელსის სამიტზე სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების მიერ დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ერთობლივი განცხადების თანახმად, წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) დაიწყო მუშაობა და გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობას დაევალა JTEC-ის ჩართვა ალიანსის წვრთნისა და სწავლებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ამასთან, საქართველოში იმყოფება 30-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების ექსპერტი, რომლებიც ხელს უწყობენ უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების გატარებას, მათ შორის კიბერ უსაფრთხოების, ავიაციისა და ლოჯისტიკური მიმართულების.

“გაიხსნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, სადაც ამ თვეში პირველი საპილოტე კურსი ჩატარდება. პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა (ხელმისაწვდომი პარტნიორებისთვის) და მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება მომდევნო ნატო-საქართველოს წვრთნა. მოკავშირეები წვლილს შეიტანენ და მხარს დაუჭერენ საქართველოს ტერიტორიაზე, რეგულარულ ნატო-საქართველოს წვრთნების გამართვას (პარტნიორებისათვის ხელმისაწვდომი), როგორც ეს გათვალისწინებულია ნატო-საქართველოს არსებით პაკეტით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრი შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია