ჩხრეკა პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილისა და მისი ქმრის, გიგი ჩიჩუას სახლში ჩატარდა

margvტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ჩხრეკა პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილისა და მისი ქმრის, გიგი ჩიჩუას სახლში ჩატარდა მას შედეგ, რაც ჩიჩუა ქუჩაში გააჩერეს.

გიორგი მარგველაშვილმა მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად ვისზე საუბრობდა. “გააჩერეს ქუჩაში და შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე, იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო. იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”, – თქვა პრეზიდენტმა.

 

https://youtu.be/dLDQUUOoBZk

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ჩვენი ქვეყანა არ არის სახელმწიფო
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორი მზადაა საქართველოს პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდეს