ირინა სარიშვილი: ჩვენი ქვეყანა არ არის სახელმწიფო

sarishvili_10“ოდნავ მაინც ნორმალურ სახელმწიფოში პრეზიდენტის ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლაზე როცა თავად პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, ავტომატურად ამ განცხადების საფუძველზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და იწყება გამოძიება.
ცოტა უფრო მეტად ნორმალურ სახელმწიფოში პრეზიდენტი ერთი თვის დაგვიანებით არ აკეთებს ასეთ განცხადებას და არ ფიქრობს რომ ეს მისი პირადი საქმეა და არ უნდოდა საზოგადოების შეწუხება.
უბრალოდ ნორმალურ სახელმწიფოში კი ასეთი ზეწოლის ფაქტები არ ხდება, ან თუ ხდება, ამის თაობაზე ყოველგვარი განცხადების გარეშე ცნობილი ხდება შესაბამისი სტრუქტურებისთვის.
ჩვენი ქვეყანა არც ერთ ამ კატეგორიას არ განეკუთვნება.
ჩვენი ქვეყანა არ არის სახელმწიფო.
ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს პრეზიდენტი.
ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს მთავრობა.
ჩვენს ქვეყანას მართავს რუსეთიდან მართული ცეროდენა ცახესი!-წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ მთავრობას და გენპროკურორს გადააყენებენ
შემდეგი სტატიაჩხრეკა პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილისა და მისი ქმრის, გიგი ჩიჩუას სახლში ჩატარდა