მთავარი პროკურორი მზადაა საქართველოს პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდეს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ.
საქართველოს მთავარი პროკურორი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
შეხვედრების შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაცის მიერ უკვე ეცნობათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს.

banner
წინა სტატიაშიჩხრეკა პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილისა და მისი ქმრის, გიგი ჩიჩუას სახლში ჩატარდა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი 101 წლის ფლორა ჩხენკელს სახლში ესტუმრა