ჭყონდიდის ეპარქიის ბარბარეკარის ნაჯახაოს დედათა მონასტერში მიტროპოლიტი სტეფანე წირვას ატარებს

“თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიის ბარბარეკარის ნაჯახაოს დედათა მონასტერში მიტროპოლიტი სტეფანე წირვას ატარებს.

ამ ტაძრის წინამძღვარია დედა მართა, რომელმაც რამდენიმე დღეა სწორედ ამ ტაძარში შეიფარა დედა სოსანა, რომელიც მეუფე სტეფანემ წინამძღვრობიდან რამდენიმე დღის წინ გადააყენა.

“საბედნიეროდ, მე ახლა იქ არ ვიმყოფები, გამოსული ვარ, თუმცა, ვიცი რომ სტეფანე წირვას ატარებს და იქ დედაოებიც იმყოფებიან”,-ამბობს დედა სოსანა. არსებული ინფორმაციით, წირვას დედები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.

წყაროს ინფორმაციით, დედათა მონასტერში წირვის დასრულების შემდგომ, მეუფე სტეფანე სალხინოში ამროსი ხელაიას სახელობის გიმნაზიას ეწვევა, სადაც საგაკვეთილო პროცესს დაესწრება. ამავე ცნობით, მეუფე სტეფანემ სალხინო, ბალდასა და ინჩხურის მონასტრებში ახალი წინამძღვრები დანიშნა. მიტროპოლიტის ვიზიტებს ჭყონდიდის ეპარქიის სხვდასხვა ტაძარში მხოლოდ საპატრიარქოს ტელევიზიის ჟურნალისტი აშუქებს,რომელიც მეუფეს თან დაჰყვება.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტმა სტეფანემ წინამძღვრობიდან 4 მღვდელმთავარი გადააყენა,ხოლო ბალდის მონასტრის ყოფილ წინამძღვარ ათენოგენს არქიმანდრიტის წოდება ჩამოართვა, რომელსაც იგი ვერ დაიბრუნებს.

ავტორი : აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი – IRI-ს კვლევას გარკვეულ ნაწილში აქტუალურობა დაკარგული აქვს
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძარში გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს