ჭკადუაშის მოსახლეობამ ჯვარი-ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა გადაკეტა

სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობამ ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა, გარდა პროტესტის ამ ფორმისა, რადგან როგორც ისინი ამბობენ, არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს და სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში5 მაისს ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია პარლამენტში მივიდა