5 მაისს ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს

5 მაისს, უკვე მეორედ, ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს, რომელიც საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, კვირაცხოვლობას აღინიშნება.

დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. ,,წლევანდელი ზეიმის პროგრამა მრავალდეროვანია. საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა, ცენტრალურ პარკში გაიმართება გამოფენები, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდისა და ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი, ადგილობრივი ბენდების იმპროვიზირებული გამოსვლები.
ქალაქ ფოთსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “-აღნიშნა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.
ქალაქის დღე მეგა-პროექტის „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ გამარჯვებულის მანანიკო ცენტერაძის გალა-კონცერტით დასრულდება.
ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრული ქალაქების ხელმძღვანელები , მაღალი რანგის სტუმრები და სასულიერო პირები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიპანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები – პანკისელები პატრიარქს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაჭკადუაშის მოსახლეობამ ჯვარი-ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა გადაკეტა