ჩინური “ახალი აბრეშუმის გზის” მხარადჭერისთვის ბერლინმა იტალია გააკრიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მისნიტრმა ჰაიკო მაასმა იტალია ჩინური “ახალი აბრეშუმის გზის” მხარადჭერისთვის გააკრიტიკა. “თუკი გარკვეული სახელმწიფოები ფიქრობენ, რომ ჩინელებთან შესაძლებელია ჭკვიანური შეთანხმების დადება, მაშინ ერთხელაც, ისინი გაოცდებიან, როცა დამოკიდებულები გაიღვიძებენ” – თქვა მინისტრმა 24 მარტს გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
ჩინეთმა საშუალო კლასიდან მილიონები სიღარიბიდან ამოიყვანა და ახლა საკუთარ ინტერესებს გლობალური მასშტაბით ლობირებს – თქვა მაასმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს ისეთი კონკურენტებისთვის, როგორიც არიან ჩინეთი, აშშ და რუსეთი, მხოლოდ ერთიან ბლოკად შეუძლიათ პასუხის გაცემა.

იტალიამ შაბათს ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც შეუერთდეს პეკინის ინიციატივას “ერთი სარტყელი, ერთი გზა”. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ იტალია “შვიდის ჯგუფიდან” პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც აბრეშუმის გზის ინიციატივას იზიარებს.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონიაზე ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინი და იტალიის პრემიერი ჯუზეპე კონცე მონაწილეობდნენ. ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მემორანდუმის 29 ცალკეულ პროტოკოლს მოაწერეს ხელი.

ახალი აბრეშუმის გზის პროექტს მხარს უჭერენ საბერძნეთი, პოლონეთი და უნგრეთი. გერმანია და საფრანგეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: “ისლამურ სახელმწიფოზე” გამარჯვება კოალიციის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა
შემდეგი სტატიაპუჩინის “ტოსკას” პრემიერა, 5 აპრილს, ლეგენდარული ტოსკას ცისანა ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნება