ჩინეთში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ხალხი გაიტანა (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქ ლუნიანში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ფეხით მოსიარულეები გაიტანა – სააგენტო “სინხუა” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის შედეგად მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაიჭრა. ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი პოლიციელია.
ბოროტმოქმედი დანით იყო შეიარაღებული. ჩინური Global Times-ის ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. “ტვიტერში” შემთხვევის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა.

 

https://youtu.be/5ErfkStQGxo

https://youtu.be/2l0jTSqxAG8

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას ჩვენებით დ.ღ.-ს უდანაშაულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა – ადვოკატი
შემდეგი სტატიამამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა