მამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა

წავკისში მოკლული დათო და ლექსო ფეიქრიშვილების ახლო ნათესავი, ლუკა ფეიქრიშვილი სასტიკი მკვლელობის შესახებ წერს.

მოკლული ბიჭების ბიზაშვილი ამბობს, რომ დაკავებული სამი პირისგან ორი მამა-შვილია:

“დაკავებულია სამი პიროვნება, აქედან ორი მამა და შვილია, მამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა, შეწყალებით არის გამოსული მკველის მამა და ბავშვის მკვლელობაზეა ნაჯდომი”- აცხადებს ფეიქრიშვილი.

სასტიკი მკვლელობა კვირას მოხდა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მანქანის სარკის დაზიანების გამო დაიწყო და ლექსო და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობით დასრულდა.

შს სამინისტრომ მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ხალხი გაიტანა (ვიდეო)
შემდეგი სტატიალისი დეველოპმენტმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა