მიხეილ კალანდიას ჩვენებით დ.ღ.-ს უდანაშაულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა – ადვოკატი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. დ.ღ.-ს ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა მიხეილ კალანდიას მიერ მიცემული ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

უფლებადამცველის განმარტებით, კალანდიამ განაცხადა, რომ დ.ღ,-ს არ შეეძლო დაენახა, რას აკეთებდა მიხეილ კალანდია 2017 წელის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე.

ადვოკატის თქმით, პროკურორ ზვიად ფხაკაძის, რომელიც თბილისის საქალაქო სასმართლოში დღეს დაიკითხა და ასევე ბრალდების მხარის სხვა მოწმეების ჩვენებებიდან მტკიცდება, რომ დ.ღ. უდანაშაულოა.

„დ.ღ.-ს, თითქოს, ცრუ ჩვენება გამოიხატა იმაში, რომ მ.კ-ს მიმართ არ დაადასტურა რაღაც გარემოებები, ამ შემთხვევაში დარტყმა ხელის თუ ა.შ. დღეს მოწმემ უარყო, მხოლოდ ის იყო ფიზიკურ კონტაქტში იმ განხრით, რომ დავით სარალიძეს ქაჩავდა უკან. სხვა დარტყმა ამ შემთხვევაში ხელის თუ ა.შ., მას ეს არ დაუდასტურებია. აქედან გამომდინარე, თუ რა უნდა ყოფილიყო და ამ ნაწილში როგორ მისცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ცრუ ინფორმაცია ან ცრუ ჩვენება,“- განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.

ადვოკატისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორ ბესიკ ქვარცხავას თქმით, მოწმის ჩვენების საფუძველზე ბრალდებულის ბრალეულობა მტკიცდება.

„მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია და დაადასტურა საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსიდან გარკვეულ კომპონენტებს. რაც შეეხება წინააღმდეგობებს, აღნიშნული მოწმის ჩვენებაში არანაირი სახის წინააღმდეგობა არ ყოფილა, რომელიც შესაძლოა, კავშირში იყოს საქმესთან,“- განაცხადა პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ.

banner
წინა სტატიაშივისაც არ უნდა გაგება, ვერ გაიგებს, ხოლო ვისაც უნდა, ნებისმიერ დროს შემიძლია გეგმა ავუხსნა
შემდეგი სტატიაჩინეთში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ხალხი გაიტანა (ვიდეო)