ჩინეთში ყალბი ვაქცინის წარმოების ფაქტზე თაღლითური ჯგუფის ხელმძღვანელი დააკავეს

ჩინეთში „ფეიკ“ ვაქცინასთან დაკავშირებული თაღლითობის ხელმძღვანელი დააკავეს, რომელიც მარილიანი ხსნარსა და მინერალურ წყალს ვაქცინებად ასაღებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცმა ნამდვილი ვაქცინების შეფუთვის ნიმუშები შეისწავლა და საკუთარი ნაზავის 58 000-ზე მეტი ფლაკონი დაამზადა.
„ფეიკ“ ვაქცინების ერთი პარტია კონტრაბანდის გზით საზღვარგარეთ გავიდა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად სად.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაკავებულმა და მისმა გუნდმა ამ გზით, გასული წლის აგვისტოდან, 18 მილიონი იუანის (დაახლოებით 2.78 აშშ დოლარი) მოგება ნახეს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მსგავსი დანაშაულისთვის 70 პირია დაკავებული.

ვირუსის ბლოკატორები