ჩინეთში ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

პუტინმა ამერიკის ორი პრეზიდენტი „გადააგდო“, მაგრამ ამჯერად ამას ვერ შეძლებს

ჩინეთში “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებს შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ოფიციალურად არ გაუსაჯაროებიათ.

როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, რუსეთის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი უშაკოვი.

მანამდე სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან.

მედიაში გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებებზე მხარეები სირიაში ქმედებების კოორდინაციაზე იმსჯელებენ.

ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის ბოლო შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა.

ამას გარდა, “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან სამმხრივი შეხვედრა გამართა.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, თუმცა ცალცალკე.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელიამ მინისტრის რანგში ბოლო შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა