ჩინეთში ავტობუსი გზიდან გადავარდა იმის გამო, რომ მგზავრი მძღოლს ეჩხუბებოდა-არიან დაღუპულები

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში, მდინარე იანცზიში გადავარდა ავტობუსი, რომლის მგზავრი მძღოლს ეჩხუბებოდა. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსი გადავარდა ხიდიდან, რომლის სიმაღლე 50 მეტრია. ორი მგზავრი დაკარგულია. ავარიის მიზეზების დადგენა ვიდეოკამერების შესწავლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ვიდეოზე მგზავრი ქალი მძღოლს ცემს, მძღოლიც მას იგივეთი პასუხობს. შემდეგ ავტობუსი, სიჩქარის შეუნელებლად ხიდის ბარიერიდან გადადის. ჩინური მედიის ინფორმაციით, ჩანაწერზე, ასევე, ისმის, თუ როგორ ყვირიან სხვა მგზავრები – “ბიბისი” წერს.
ინციდენტისთანავე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია დაიწყო, თუმცა, ავტობუსში მყოფი მგზავრებიდან არც ერთი გადარჩენილა.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძე – ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს
შემდეგი სტატიამთავრობის დღევანდელ სხდომას გუბერნატორებიც ესწრებიან