ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, მისი ქვეყანა გულხელდაკრეფილი არ იჯდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებით, უკრაინაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში მისი ქვეყანა გულხელდაკრეფილი არ იჯდება. ამის შესახებ მან უნგრელ კოლეგასთან პეტერ სიიარტოსთან საუბარში აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყანა არ განეკუთვნება სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინის კრიზისულ ვითარებაში არიან ჩართულნი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილები ჯდომას და შორიდან თვალყურის პასიურად მიდევნებას, იმისთვის რაც ხდება“,- განაცხადა ვან იმ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ პეკინს არ სურს ქვეყნებს შორის სიძულვილის პროვოცირება, რომლებიც ომს აწარმოებენ. მან ამასთან, ევროპელ ლიდერებს მოუწოდა შექმნან მექანიზმი, რომელიც კონტინენტზე მშვიდობის გარანტირებას შეძლებდა და გლობალურ უსაფრთხოებას შექმნიდა.

ჩინეთის პირველმა დიპლომატმა გამოთქვა სურვილი, რომ უკრაინამ და რუსეთის ფედერაციამ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყონ. მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირებაზე არა სამხედრო გზით, არამედ ჩარევის სხვა მეთოდებით.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს ერთადერთი გზავნილი აქვს: მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიასანქციები რუსეთს ათწლეულებით უკან დროში ვერ დააბრუნებს – პუტინი