სანქციები რუსეთს ათწლეულებით უკან დროში ვერ დააბრუნებს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, შეუძლებელია რუსეთის დანარჩენი სამყაროსგან მოკვეთა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთს განვითარების დონით დროში უკან ვერ დააბრუნებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სამთავრობო ვიდეო-კონფერენციაში ისაუბრა.

“არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ მაღალ-ტექნოლოგიურ პროდუქციაზე წვდომის თითქმის სრული შეჩერებაც არის მიზანმიმართულად, განზრახ და გამიზნულად გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აშკარაა, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, ჩვენ არ დავნებდებით და არ დავრჩებით არეულობის მდგომარეობაში, ან, როგორც ზოგიერთი ჩვენი “კეთილმოსურნე” წინასწარმეტყველებს, ათწლეულებით უკან დავბრუნდებით. რა თქმა უნდა, არა”. – თქვა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, მისი ქვეყანა გულხელდაკრეფილი არ იჯდება
შემდეგი სტატიაპოლიციამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი