მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი გზავნილი აქვს: მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის – ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა “ვივამედში” ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა ის მორალურად მხნედ დგას და საბრძოლო განწყობა აქვს.

“მე არ მყავდა მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში ნანახი და მინდა გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ადამიანები საავადმყოფოში იმიტომ მიდიან, რომ გამოჯანმრთელდნენ და უკეთ იყვნენ და მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. მისი მდგომარეობა უარესდება, მათ შორის, ლაბორატორიული ანალიზებითაც. მეორე საკითხია, რომ ის მორალურად ძალიან მხნედ არის, საბრძოლო განწყობითაა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაში და უკეთეს მომავალში დარწმუნებულია.

მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი გზავნილი აქვს: მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის პრიორიტეტი ქვეყნის ინტერესებზე წინ ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესების დაყენებაა – იან კელი
შემდეგი სტატიაჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, მისი ქვეყანა გულხელდაკრეფილი არ იჯდება