ჩინეთის ქალაქ უხანში 76-დღიანი კარანტინი მოიხსნა

news
ავტ.: news აპრილი 8, 2020 10:14

ჩინეთის ქალაქ უხანში 76-დღიანი კარანტინი მოიხსნა

ჩინეთის ქალაქ უხანში 76-დღიანი კარანტინი მოიხსნა. რეგიონის მოსახლეობას უხანიდან გამგზავრების უფლება უკვე აქვთ. გაიხსნა მაგისტრალები, აღდგა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაცით, შეზღუდვების მოხსნიდან რამდენიმე საათში უხანი მატარებლებით და თვითმფრინავებით დაახლოებით 65 000-მა ადამიანმა დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ უხანი საზღვრებს ხსნის, შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ ე.წ. ჯანმრთელობის მწვანე კოდი ექნებათ მინიჭებული ან დოკუმენტაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ქუჩაში გასვლის აუცილებლობა. ასევე, ძალაში რჩება ბრძანება ნიღბების ტარების, სიცხის მონიტორინგისა და სოციალური დისტანცირების შესახებ.

ჩინეთში საყოველთაო კარანტინი 23 იანვარს გამოცხადდა.

news
ავტ.: news აპრილი 8, 2020 10:14

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics