ჩინეთის პრემიერი ლი კეციანი ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს.

ლი კეციანის თქმით, დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება.

„ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს და გისურვებთ წარმატებებს.

დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ ამ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება, პოლიტიკური ნდობა მხარეებს შორის იზრდება, სხვადასხვა სფეროში შეინიშნება პრაგმატული თანამშრომლობის დამაჯერებელი წინსვლა, ხოლო მოქალაქეთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლა სულ უფრო მტკიცე ხდება.

ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობა და ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის გამოყენება, როგორც სხვადასხვა სფეროში ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, ასევე ჩვენი ქვეყნებისა და ერების სასიკეთოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების და მეგობრობის კონოტაციის გაფართოების შესაძლებლობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში. გაუმარჯოს ჩინეთ-საქართველოს მარადიულ მეგობრობას!“, – აღნიშნავს ლი კეციანი.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ თავისი მხარდამჭერი, პარტნიორი ჯგუფისგანაც კი ვერ მოახერხა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, წარმოიდგინეთ, რა რეპუტაცია აქვს ევროპაში – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიარუსეთსა და აშშ-ს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სრული რღვევა არასოდეს იქნება – სალივანი