რუსეთსა და აშშ-ს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სრული რღვევა არასოდეს იქნება – სალივანი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში 2021 წლის ნოემბერში უკრაინის საკითხებს უკავშირდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი ცდილობდა, გაერკვია, შეეძლო თუ არა გერმანიისა და საფრანგეთის ქმედებებისთვის რაიმეს დამატება და მინსკის შეთანხმებების განხორცილებაში პროგრესის მიღწევა.

„მეჩვენება, რომ სიტუაცია მართლაც შეიცვალა პირველი ნოემბრის შემდეგ. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის მოგზაურობის შემდეგ, როდესაც აშშ-ის მთავრობამ დაიწყო ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების გაფრთხილება“, – თქვა სალივანმა.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები, რომლებსაც რუსეთისა და სხვა მხარეების შეშფოთება უნდა გაეთვალისწინებინა, „ქაღალდის ფურცლების გაცვლას და თეზისების წაკითხვას“ არ გასცდენია.

ჯონ სალივანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ის შორის სრული რღვევა არასოდეს იქნება.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის პრემიერი ლი კეციანი ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს
შემდეგი სტატიარუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები გარკვეული ტიპის მანევრირებას და გადაჯგუფებას აგრძელებენ – ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი