„ქართულმა ოცნებამ“ თავისი მხარდამჭერი, პარტნიორი ჯგუფისგანაც კი ვერ მოახერხა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, წარმოიდგინეთ, რა რეპუტაცია აქვს ევროპაში – ჯაფარიძე

„ალდემ“ მიიღო ის რეზოლუცია, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ 22 ივნისს დანიშნულ შეხვედრაზე მივიღოთ დადებითი შედეგი – იგივე სტატუსი, რასაც მიიღებს უკრაინა, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE)-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ევროპულ საბჭოში წარმოდგენილ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

როგორც ჯაფარიძემ ალდე-ს კონფერენციაზე მყოფი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მათი მხარდამჭერი ჯგუფებისგანაც ვერ მოახერხეს ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რაც მათ საერთაშორისო რეპუტაციაზე მეტყველებს.

„ალდეს და მისი წევრების სრული მხარდაჭერა არის დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ევროპული საზოგადოებისთვის იმ სურვილის მიწოდება, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს, რომ მოსახლეობის 80% უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ამ შემთხვევაში „ალდემ“ მიიღო ის რეზოლუცია, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ივნისის 22-ში დანიშნულ შეხვედრაზე მივიღოთ დადებითი შედეგი – იგივე სტატუსი, რასაც მიიღებს უკრაინა. რა თქმა უნდა, ის ზიანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე აყენებს ჩვენს ქვეყანას და ხალხის მისწრაფებებს ძალიან დიდია, მაგრამ უნდა შევეცადოთ მსგავსი ნაბიჯებით მოვახერხოთ ამ ზიანის და რისკების შემცირება. თავისი მხარდამჭერი, პარტნიორი ჯგუფისგანაც კი ვერ მოახერხეს ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, წარმოიდგინეთ, რა რეპუტაცია აქვს „ქართულ ოცნებას“ ევროპაში. ჩვენი ამოცანაა დარჩენილ პერიოდში მაქსიმალურად მოვახდინოთ მოქალაქეების ინფორმირება, თუ რა სიკეთეს მოიტანს ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაწევრიანება“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგასულ 5 წელში ნიკა გვარამია ერთადერთია, რომელიც სასამართლომ სსკ-ის 220-ე მუხლის გამო ციხეში ჩასვა
შემდეგი სტატიაჩინეთის პრემიერი ლი კეციანი ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს