ჩინეთის აზრით ტრამპის პოლიტიკა სავაჭრო ომებს გამოიწვევს

ჩინეთის ფინასთა სამინისტროს აზრით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკამ შესაძლოა ახალი სავაჭრო ომები წარმოშვას.
,,სავაჭრო ომები ალბათ ერთ წელზე მეტხანს ვერ გასტანს. ჩვენზე შეტევის შემთხვევაში, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, რომელიც აშშ-ში სამუსაო ადგილების დიდი რაოდენობით შემცირებას გამოიწვევს… თუმცა ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი ორივე მხარისთვის საზიანო იქნება,, აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩჟუ გუანიაო.
ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს აზრით, 1972 წლიდან დღემდე, ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ორმხრივად მომგებიანად და დინამიურად ვითარდებოდა და ამ დინამიკის შეცვლას არ მიესალმებიან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ პეკინი ვაშინგტონის ეკონომიკური მტერია და მის პროდუქციაზე აშშ-ში 45% გადასახადი უნდა დაწესდეს, რათა ჩინეთმა თავი დაანებოს ეროვნული ვალუტის კურსით მანიპულირებას და მის ხელოვნურ დაწევას.

banner
წინა სტატიაშიApple, Google და Uber-ი ,,მუსლიმების,, დარეგისტრირებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაბათუმი-ქუთაისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა