- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
ბათუმი-ქუთაისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
მნიშვნელოვანი
- ბათუმი-ქუთაისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
სხვა სტატიები
ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე აალება მოხდა. ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები,”-ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „თაიმერის“ კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და ექიმთა ბრიგადა დროულად მივიდნენ. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
ლესაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ხელაძეც იმყოფებოდნენ.
სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა.