Apple, Google და Uber-ი ,,მუსლიმების,, დარეგისტრირებაზე უარს ამბობს

კომპანები Apple, Google და Uber-ი არ მიიღებენ მონაწილეობას “მუსლიმების რეესტრში”, რომლის არსებობა არ გამორიცხა დონალდ ტრამპმა – ამის შესახებ Buzzfeed-ი ავრცელებს ინფორმაციას.
Google-ი აზუსტებს, რომ მსგავსი მოთხოვნა კომპანიაში არ შესულა. Amazon-ს და Oracle-ს ინტერნეტ გამოცემის შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია. მუსლიმთა შესაძლო ბაზის შესახებ შეშფოთება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა ნოემბერში NBC-ს შეკითხვაზე, რეალიზდება თუ არა აღნიშნული პროექტი, უპასუხა, რომ ,,ეს მართვას გააადვილებს,,. მოგვიანებით ტრამპმა უარყო თავისი სიტყვები და თქვა, რომ მსგავსი რამ მას არ გაუხმოვანებია.
დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე 20 იანვარს დაიწყებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ამერიკელი ექიმი, რომელმაც ჰეიმლიხის მეთოდი გამოიგონა
შემდეგი სტატიაჩინეთის აზრით ტრამპის პოლიტიკა სავაჭრო ომებს გამოიწვევს