ჩინელი ჩინოვნიკების ცოლებმა კომპარტიას ქმრების ერთგულების გამო მადლობა გადაუხადეს

ჩინელი ჩინოვნიკების ცოლებმა კომპარტიას ქმრების ერთგულების გამო მადლობა გადაუხადეს

5ქალაქ უხანის ჩინოვნიკების ცოლებმა კომპარტიას მადლობა გადაუხადეს იმის გამო, რომ მათი ქმრები მათი ერთგულები არიან – ისინი ამის სათქმელად სპეციალურად შეიკრიბნენ ფორუმზე, სადაც ოჯახურ საკითხებს განიხილავდნენ – დღეს The South China Morning Post-ი წერს.
განხილვის საგანი იყო სწორი ოჯახური ატმოსფეროს შექმნა და საკუთარი ტრადიციების შენარჩუნების გზები.
“პარტიის ხელისუფლებას მადლობას ვუხდი პარტიული დისციპლინის სიმკაცრისთვის, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ახლა ჩემი ქმარი უფრო მეტ დროს ატარებს სახლში და ეკონტაქტება საკუთარ ოჯახის წევრებს. მისი მსოფლმხედველობაც გაუმჯობესდა” – თქვა გაო ბომ, ერთ-ერთი ჩინოვნიკის ცოლმა.
მსგავსი განცხადებებით გამოვიდნენ სხვა ქალებიც.

ფორუმის ბოლოს პარტიის წარმომადგენელმა ცოლებს მოუწოდა პარტიულ თანამშრომლებს მხარი დაუჭირონ “ფრონტის ხაზზე”.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია „ჰუავეი“-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: ოლიგარქი ივანიშვილი დაუოკებელი ჟინითაა შეპყრობილი