გიორგი გუგავა: ოლიგარქი ივანიშვილი დაუოკებელი ჟინითაა შეპყრობილი

gugavaოლიგარქი ივანიშვილი დაუოკებელი ჟინითაა შეპყრობილი, წინასაარჩევნოდ ხელში ჩაიგდოს ტელევიზიები და გააკონტროლოს მათი სარედაქციო პოლიტიკა.

ამ პოლიტიკის გამოვლინებაა ტელე-კომპანია “მაესტრო”-დან ყოველგვარი სამართლებირივი დასაბუთების გარეშე ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნა.
ივანიშვილთან გარიგებით, ტელე-კომპანიები “იმედი” და “მაესტრო” მედია-მაფიოზმა ირაკლი რუხაძემ ჩააყენა ხელისუფლების სამსახურში, ხოლო ამჟამად, მიმდინარეობს მათი მხრიდან არა კონტროლირებადი გადაცემების დახურვა და ჟურნალისტების სამსახურიდან გაყრა, რათა სარედაქციო პოლიტიკაზე დაწესდეს სახელისუფლო ცენზურა. აღნიშნულის შესახებ საგანგებო განცხადება ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ გუშინ გააკეთა.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უსამართლოდ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს და მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ასევე, საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიებს, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთი ქვეყნის მთავრობებს, რათა დროული რეაგირება მოხდეს ამ სახელისუფლო მედია-დიქტატზე, რომლის დამყარების მცდელობაა წინასაარჩევნოდ საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიჩინელი ჩინოვნიკების ცოლებმა კომპარტიას ქმრების ერთგულების გამო მადლობა გადაუხადეს
შემდეგი სტატიასაქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა