საფრანგეთი COVAX-ს ასი ათას დოზა ვაქცინას გადასცემს

საფრანგეთი პირველი ქვეყანა იქნება ევროკავშირში, რომელიც საკუთარი ვაქცინის ნაწილს საერთაშორისო პლატფორმა COVAX-ს გადასცემს. პლატფორმა განვითარებად ქვეყნებს ემსახურება. 100 ათასი ვაქცინის გადაცემა “კოვაქსისთვის”, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მხარდამჭერია, სტიმული იქნება. კოვაქცის მიზანია 2021 წლის ბოლომდე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები 2 მილიარდი დოზა ვაქცინით მოამარაგოს.
მაკრონმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა საკუთარი ვაქცინებიდან 5% “კოვაქსს” გადასცენ.

მარტის ბოლოს “კოვაქსმა” განაცხადა, რომ 142 ქვეყანას 237 მილიონი დოზა “ასტრა-ზენეკა” მიაწოდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინატოს თვითმფრინავებმა ბალტიის თავზე რუსული გამანადგურებლები გააცილეს
შემდეგი სტატიაჩილელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ტიტანოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს