ჭიჭინაძე: ნიკა მელიას გარეშე “ოცნებასთან” მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა გაეკეთებინა ეს!

“ნიკა მელიას გარეშე “ოცნებასთან” მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა გაეკეთებინა ეს!

ეს იყო ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომა, რადგან სწორედ ეს იქნებოდა ოპოზიციის გამრჯვება და ხალხში რწმენის დაბრუნება, რომ ოპოზიციას რეალურად აქვს ამ ხელისუფლების დამარცხების და ცვლილებების ბერკეტი!

მითუმეტეს, რომ ნიკა მელიამ, თავისი კაცობით, საკუთარი თავისუფლების ფასად შექმნა ის მოცემულობა, რომელიც არცერთ პოლიტიკოსს არ შეუმნია ბოლო დროს და მთელი მსოფლიო ჩართო პროცესში.
თორემ გიორგი რურუას და 8 მარტის საკითხი როგორც გაუტარეს, ეგრევე შეირჩინა “ოცნებამ”.

არც დახურულ კარს მიღმა ეს დაუსრულებელი მოლაპარაკებები შეიძლება.
რაც ხდება ხალხმა უნდა იცოდეს!
ეს არის ხალხის წინაშე ვალდებულება.
ხალხისთვის უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება გაცილებით დიდი იდეაა, ვიდრე სამართლიანი და უსამართლო პარლამენტი”,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცლებს