ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ. ექთანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მომდევნო 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიექიმები სამხცხე-ჯავახეთში საქველმოქმედო აქციას გამართავენ
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: ნიკა მელიას გარეშე “ოცნებასთან” მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა გაეკეთებინა ეს!