ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცლებს

„მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა” ხალხისთვის
ა) ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე
ისევე როგორც
ბ) ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა
არის მინიმუმ უსინდისობა
სინამდვილეში რა არის არ დავწერ
1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე
2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი
3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი
4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი
რეალურად არ იდო არაფერი
მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ “არაფრის” გაუარესებული ვერსია
გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის)
ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური
ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმე საათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება
არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს
არც აპირებდა
ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა
SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ ესაა მოცემულობა
პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები- ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე: ნიკა მელიას გარეშე “ოცნებასთან” მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა გაეკეთებინა ეს!
შემდეგი სტატიაქართული ოჯახი ბელგიაში-ფეხბურთელი ბენიკო ნოზაძე და მისი ძმები -მორაგბეები