ჭიათურის მერია სხვადასხვა სტატუსის მქონე პირების დახმარებას აგრძელებს

18 აპრილს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან ერთად, თბილისისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ეწვია, პირველადი მოხმარების სურსათი გადასცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

“ჩვენ უკვე დავეხმარეთ 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ადამიანებს. სასურსათო ამანათები მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა. საკვები პროდუქტები გადაეცათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. თანადგომის აქცია გრძელდება. ამ ეტაპისთვის 3200 სასაჩუქრე პაკეტია შეძენილი და ეტაპობროვად ურიგდება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტები მერის წარმომადგენლებს და მოხალისეებს სახლებში მიაქვთ”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე დაემხარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში ჩატარებული 65 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
შემდეგი სტატიაზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში COVID 19-თვის დამახასიათებელი ნიშნებით შუახნის მამაკაცი შეიყვანეს