თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ჩატარებული 65 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

„ამჟამად კლინიკაში არის 58 პაციენტი, გუშინ 24 კვლევა გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, 24-ვე პასუხი უარყოფითია. ბოლო ორი დღის განმავლობაში 65 კვლევაა ჩატარებული და 65 უარყოფითი პასუხია მიღებული“, – განცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხ ბექაიამ.მისივე თქმით,

„​ამ ეტაპისთვის ჩვენი რესურსები საკმარისია ათეულობით პაციენტის მოვლისთვის და მათი მკურნალობისთვის. ჩვენ ვნახეთ, მსოფლიოს დიდი ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც ეს დაავადება შეეხო. არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადეს – სასახლეში მყოფი მიცვალებულების. ყველა მოქალაქეს ვურჩევ, ილოცონ სახლიდან“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: მეხუთე კოლონა და სასარგებლო იდიოტები ყველაფერს გააკეთებენ პროცოკაციისთვის
შემდეგი სტატიაჭიათურის მერია სხვადასხვა სტატუსის მქონე პირების დახმარებას აგრძელებს