- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
ჭიათურის მაღაროებმა მუშაობა დროებით შეაჩერა- 3 700-მდე მუშა სამსახურის გარეშე დარჩა
მნიშვნელოვანი
- ჭიათურის მაღაროებმა მუშაობა დროებით შეაჩერა- 3 700-მდე მუშა სამსახურის გარეშე დარჩა
სხვა სტატიები
- ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის მიღებას და საკუთარ პირობებს სთავაზობს
- თეა წულუკიანი – როდესაც არ ტოვებ საკუთარ პატარა ბავშვს უცხო ქვეყნის ციხეში, ეს არის მაგალითი სხვა დიდი ქვეყნებისთვის, ორი-სამი წლის ბავშვების ადგილი ციხეში არ არის
- დაშავებული ორი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს
20 იანვრიდან “ჯორჯიან მანგანეზს” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს.ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გახდა ცნობილი.
“ჭიათურის სამთო გამადიდრებელი კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს 2016 წლის 20 მაისიდან დაუბრუნდება. ამ პერიოდში, საწარმოში ყველა დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, არსებული სატარიფო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევევის სრული პაკეტი და არსებული სხვა და სხვა შეღავათები”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალმა მოთხოვნამ, “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მოპოვებული მადნის ჭარბმა მარაგებმა და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციურმა პროცესებმა.
“ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ჩვენი თანამშრომლების გულისტკივილს, თუმცა გვწამს, რომ დღესდღეობით ეს ერთადერთი გონივრული გზაა კომპანიის ქმედითურიანობის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორმა ველველ ლოზინსკიმ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2015 წლის დასაწყისიდან მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში დაფიქსირებულმა მკვეთრად ნეგატიურმა დინამიკამ და ფოლადზე შემცირებულმა მოთხოვნამ დიდი გავლენა იქონია ფოლადის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა არსებობაზე. შედეგად გასული წლის მონაცემით სხვა და სხვა ქვეყნებში ათობით ფოლადის მწარმოებელი ქარხანა უკვე დაიხურა.
“როგორც ცნობილია მანგანუმის შენადნობები: ფერომანგანუმი, ფეროსილიკომანგანუმი და სილიკომანგანუმი ფოლადის გადამუშავებაში და წარმოებაში აუცილებელი კომპონენტია. მსოფლიო მეტალურგიაში შექმნილმა ღრმა კრიზისულმა სიტუაციამ მანგანუმის პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირება და უპრეცედენტოდ დაბალი ფასი გამოიწვია”, – აღნიშნეს “ჯორჯიან მანგანეზში”