“როგორც პირდაპირი არჩევნებით არჩეულ პირს,შეიძლება ბევრად უფრო მეტი უფლებები მინდოდეს”

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

ჩვენ ყველამ, იქნება ეს პრეზიდენტი, დეპუტატი, საკრებულოს წევრი თუ რიგითი ამომრჩეველი, ვისწავლოთ თამაშის წესების პატივისცემა-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “გურჯაანის” ეთერში საუბრისას განაცხადა.გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა . მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავიპრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ამისა საჭიროა მოქმედი კონსტიტუციის პატივისცემა და არა მასში მუდმივად ცვლილებების შეტანა.

“უკეთესის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია და ვერასდროს იტყვი, რომ იდეალური დეოკუმენტი შექმენი, იქნება ეს კონსტიტუცია თუ კანონი. რა თქმა უნდა რაც თქვენ ბრძანეთ, რომ წინა ხელისუფლების მიერ რაღაც ხაფანგებივით იყო ჩადებული ამ კონსტიტუციაში, რომელიც ამოქმედდა მანამდე კი არა, სანამ სააკაშვილი კოჰაბიტაციის რეჟიმში იყო, არამედ ინაუგურაციის დროს. რა თქმა უნდა უკეთესი შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, იქნება ეს პრეზიდენტი, დეპუტატი, საკრებულოს წევრი თუ რიგითი ამომრჩეველი, ვისწავლოთ თამაშის წესების პატივისცემა. მე შემიძლია დაგეთანხმოთ და გითხრათ, რომ როგორც პირდაპირი არჩევნებით არჩეულ პირს, ბევრად უფრო მეტი უფლებები შეიძლება მინდოდეს, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. ამერიკის კონსტიტუცია დაიწერა წინა საუკუნეებში. რამდენად წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ბატის ფრთით რომ იწერებოდა ტექსტი, ის იყოს ადეკვატური დღეს, კოსმიური ეპოქისათვის?! იმიტომ, რომ ისინი ერთგულინი არიან ამ დოკუმენტის, ისინი კონსტიტუციას ყოველდღე არ ცვლიან, სულ რამდენიმე შესწორება არის შესული. ჩვენ კი მუდმივად ვამბობთ, რომ ის კონსტიტუცია შეიძლება უკეთესი იყოს. მეც შემიძლია ვთქვა, რომ სხვა შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ მირჩევნია, რაც არის იმის ერთგული ვიყო და იმ თამაშის წესებით ვითამაშო, ვიდრე ვცვლიდე რაღაცას. ყველა მოდელი იძლევა განვითარების შესაძლებლობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი
შემდეგი სტატიაჭიათურის მაღაროებმა მუშაობა დროებით შეაჩერა- 3 700-მდე მუშა სამსახურის გარეშე დარჩა